ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას

ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას

ირაკლი ქადაგიშვილი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის რადის მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რადაში მოკავშირე ქვეყნების დროშების გამოფენასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ იქ მხოლოდ იმ სახელმწიფოების დროშები გამოფინეს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

„უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რეზოლუცია არის ძალიან საქმიანი, უკრაინის ინტერესების დამცველი და ომის თავიდან აცილებისკენ მიმართული და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან სრულ შესატყვისობაში მყოფი. რაც შეეხება დროშებს, როგორც მერე ამას ახსნა მიეცა უკრაინის მხრიდან, გამოფენილი იყო იმ ქვეყნების დროშები, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევდნენ უკრაინას იმ მომენტში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

1-ელ თებერვალს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.