„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის სოლიდარობის ტექსტში შემოიტანა ქოც-ნაცური ნარატივი, სადაც ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ გვინდოდა მხარდაჭერა, ტექსტზეც შეთანხმებულები ვიყავით და ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჩვენი შეთანხმება და სპეციალურად უკრაინის სოლიდარობის ტექსტში შემოიტანა ქოც-ნაცური ნარატივი, სადაც არ გვინდა ზოგადად მონაწილეობა და სადაც ვნახულობთ, ვცდილობთ, რომ გავეცალოთ და შორიდან დავაკვირდეთ. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.