გივი მიქანაძე: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განხილვები გამოირჩეოდა ოპოზიციის მხრიდან იმ ვიწრო ნარატივით, რომლითაც ისინი ცდილობენ სახელმწიფო ინტერესები დააზიანონ

გივი მიქანაძე: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განხილვები გამოირჩეოდა ოპოზიციის მხრიდან იმ ვიწრო ნარატივით, რომლითაც ისინი ცდილობენ სახელმწიფო ინტერესები დააზიანონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გამართული მსჯელობა შეაფასა. დეპუტატის აზრით, ოპოზიცია ამ პროცესში განგრძობადი სპეკულაციებით გამოირჩეოდა.

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, გუშინ პარლამენტში მიმდინარე განხილვები, როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომაზე, ცალსახად გამოირჩეოდა ოპოზიციის მხრიდან განგრძობადი სპეკულაციებით, იმ ვიწრო ნარატივით, რომლითაც ისინი ცდილობენ სახელმწიფო ინტერესები დააზიანონ. მაშინ, როდესაც დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო, არის გათავისუფლებულ ყველანაირი პროვოკაციული განცხადებებისგან“, - განაცხადა მიქანაძემ.

1-ელ თებერვალს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.