„ნაციონალურ მოძრაობას“ ფეხბურთის გუნდს შევადარებდი, რომელსაც მწვრთნელი არ ათამაშებს და სეზონს აგდებინებს რატომღაც ძალით. რატო უშვრება ამას არ ვიცი. ფეხბურთელებიც გაბრაზებულები არიან და გულშემატკივრებიც. მწვრთნელი ფეხბურთელებზე გაბრაზებულია, ამიტომ არა ათამაშებს. ასეც ხდება, მაგრამ ეს რაღაც დიდი დასვენება გამოუვიდათ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს იმდენი ადამიანი იცავს და იმდენი იბრძვის მისი ციხიდან გათავისულფებისთვის, რომ არ მგონია იქ ჩემთვის ვაკანტური ადგილი იყოს. ის სპორტი, რასაც ქართულ პოლიტიკურ სპორტს ეძახიან, როგორი დაპირისპირებაც არსებობს ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ სხვა თამაში წამოვიწყოთ. ამ დაუსრულებელ თამაშში, რომელსაც „სანტა ბარბარა“ ჰქვია ჩვენ ჩვენ თავს მაინცდამაინც ვერ ვპოულობთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.