ის, რომ საბოლოო ჯამში დავის საბაბი რეზოლუციაში რუსეთის ხსენება გახდა ძალიან უცნაური და არასერიოზულია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მგონი ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ჩვენი მოკავშირე ქვეყნის პრობლემებზე“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.