მე „ნაცმოძრაობას“ ვუყურებ როგორც პარლამენტში შემოსულს, რომელიც ახლა ხანგრძლივვადიან ბოიკოტშია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე დიდი ხანია მინდა, ჩემი კოლეგები შემოვიდნენ პარლამენტში, უბრალოდ მათ არ უნდათ - კაცს როცა რაღაც არ უნდა, შენ ძალით ვერაფერს გააკეთებინებ, ეს არის პრობლემა. თავს ვგრძნობთ ძალიან უმცირესობაში, რომელსაც არ ვიმსახურებთ - ოპოზიციას ბევრად უფრო მეტი მანდატი მისცა საქართველოს მოსახლეობამ, ვიდრე ვზივართ პარლამენტში. „ქართული ოცნებისთვის“ ამხელა, კოლოსალური უფლებები არ მიუცია, როგორიც მერე ოპოზიციის ქმედებებმა მისცა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ დამარცხება უნდა აღიაროს.