ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ ფრაქციის გუშინდელი სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა და ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა, როგორ უნდა იმუშაოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მორიგი დესტრუქციისთვის დაბრუნდება.

„რთულია, ვთქვათ, რომ ისეთი ნარატივიდან, რომელიც მთლიანად სიყალბესა და წამგებიან პლატფორმაზე იყო დამყარებული, დღეს, მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ გარემოში, პარლამენტში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებსა და დაძაბულობას პარტიის შიგნით. საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ დაჭერილი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.