ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სერიოზული კრიზისი. ეს არის ფაქტობრივად ქაოსურ მდგომარეობაში გადასული პარტია, რომელსაც არანაირი სტრატეგია არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე საერთოდ არ ფიქრობენ, ფიქრობენ მხოლოდ იმაზე როგორ დაიხსნან პენიტენციური დაწესებულებებისგან და პასუხისმგებლობისგან თავიანთი ბელადი და როგორ დაიბრუნონ ხელისუფლება“, - განაცხადა მიქანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.