გიორგი ხელაშვილი: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად

გიორგი ხელაშვილი: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პოზიციები გარკვეულწილად დაახლოებულია. მისივე თქმით, რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად.

„ამ ეტაპზე შედგა იდეების საინტერესო გაცვლა. ვფიქრობ, პოზიციები გარკვეულწილად დაახლოებულია. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გამოვნახავთ საერთო ენას. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად. ძირითადად, ეს იყო სარედაქციო ხასიათის შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა ცალკეული ტერმინების, ენის, გამონათქვამების დახვეწას. საუბარი იყო ე.წ. სარეზოლუციო ენის გამოყენებაზე, თითქოს არსებობს რაღაც სპეციალური ტერმინოლოგია. ამაზე ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა იქნება ყველაზე უფრო მისაღები“, - აცხადებს ხელაშვილი.

24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ. რეზოლუციის ტექსტზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს მსჯელობენ.