ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცალკეული დელეგაციების განცხადებების სიმძაფრე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაზე ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპირებული ტერიტორიები და დეოკუპაციის მნიშვნელობა. ჩვენთვის ახლა ალბათ ყველაზე მთავარია, რომ ალიანსი არის ერთიანი ისე, როგორც არასდროს. ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. ცალკეული დელეგაციების განცხადებების სიმძაფრე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შეუქცევადობა. სწორედ ამ პაკეტით უნდა მივიდეთ მადრიდის სამიტამდე. საქართველო მზად არის გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.