საზოგადოებაც დაიღალა ამაზე გაუთავებელ დისკუსიაში, ორი წელია გაუთავებლად მიმდინარეობს კამათი, უნდა შევიდეს თუ არ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„რომ შედის რის მაქნისია ამას არ ეუბნება ხალხს და რომ არ შედის კიდევ უფრო მეტად უკვირს მათ ამომრჩეველს. ვფიქრობ, ასეთ ფონზე უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ხვალ გახდება ცნობილი. პარტიის წევრებმა, საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გუშინაც გამართეს, თუმცა საბოლოო პოზიციაზე არ შეჯერებულან.