გელა მამუკაშვილი: ერთი საუკუნის წინ ფიურერი და მისი გარემოცვა იყენებდა ბავშვებს, როგორც ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღს

გელა მამუკაშვილი: ერთი საუკუნის წინ ფიურერი და მისი გარემოცვა იყენებდა ბავშვებს, როგორც ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღს

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

"შეიძლება, მოვლენებს ვასწრებ წინ, მაგრამ ვითარების დინამიკიდან გამომდინარე, "რატომღაც" მგონია, რომ პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე ერთიანი ნაციონალ-ლიბერალურ-ფაშისტური პარტიის კანონგარეშედ (ხაზს ვუსვამ, კანონგარეშედ და არა რეგისტრაციაგაუქმებულად) გამოცხადების საწინდარი უნდა გახდეს.

ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი მეგობრები და ფსევდომეგობრები არათუ პროტესტს გამოთქვამენ, არამედ იქით შეგვიქებენ მიღებულ გადაწყვეტილებას.                                                

ბინძური პროვოკაციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ბავშვების გამოყენების უტყუარად დადასტურების შემთხვევაში  სერიოზული მსჯელობა გაიმართება და სავარაუდო ორგანიზატორებს თავზე ხელს არავინ გადაუსვამს. მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს აქეთ მოსთხოვენ  უმკაცრეს რეაგირებას.                                                                

ერთი საუკუნის წინ ფიურერი და მისი გარემოცვა იყენებდა ბავშვებს, როგორც ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღს, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბავშვების უფლებები მყარად არის დაცული საერთაშორისო სამართლით და შესაბამისი კონვენციებით, რომლებსაც საქართველო სრულად აღიარებს და მათ განუხრელ შესრულებაზე ვალდებულებას კისრულობს".