ოპოზიციამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები, ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს - ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივები უნდა დავასრულოთ

ოპოზიციამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები, ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს - ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივები უნდა დავასრულოთ

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციებით ოპოზიცია დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ამ ყველაფერს სისტემური მუშაობა სჭირდება.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას, რადგან მათ პარტიას აქვს საკუთარი ხედვა, რომელიც სხვებისგან განსხვავდება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინა წელს ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტისგან დაზარალდა, რადგან მათ პარტიას მოუწია მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობას”

„ „ქართულ ოცნებაში“ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ხალხთან კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება არ აქვთ. ეს არის იმ არჩევნების შედეგი, რომელიც მივიღეთ. ეს ადამიანები ვალდებულად არ თვლიან თავს. ეს ზოგადად სტანდარტია ქვეყანაში, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი გაუვათ, თვლიან, რომ 2-3 დღეში ყველა დაივიწყებს ამ ამბავს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქნება, რომ პროტესტი გამოხატოს ხალხმა არჩევნების დროს. შეიძლება პრობლემა იყოს ოპოზიციაშიც. ბევრს ვფიქრობ ამაზე, რომ ალტერნატივა არ აქვთ. ყველა პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს არჩევნებზე. კი გააყალბა, მანიპულაცია გააკეთა, მაგრამ ამდენმა ადამიანმა, თუნდაც მოსყიდვის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ რატომ მისცა ხმა? - ამაზე უნდა დავსვათ კითხვა. საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, ვერ შევძელით შეგვექმნა ისეთი ტალღა, ისეთი პოზიტიური განწყობა ამომრჩეველში, რომ მისულიყო და ცვლილებებისთვის მხარი ყველას მასიურად დაეჭირა. როგორც ჩანს, ცვლილება არის რისკი, რაზეც პირობითად, მოსახლეობის 75-80% წავიდეს, - ჩვენ ამ ნიშნულს ვერ მივაღწიეთ. აქ არის ოპოზიციის მხრიდან შეცდომებიც, შესაბამისი ნდობა ვერ აღვძარით. ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები“, - განაცხადა ვაშაძემ.

მუდმივად ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივები უკვე უნდა დავასრულოთ. ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ ვართ სხვა პოლიტიკური პარტია, არ ვიყავით „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში წინასაარჩევნოდ და არც ვაპირებთ კოალიციაში ყოფნას. მე განვსხვავდები მათგანი და ამიტომ ვარ სხვა პარტიაში. ჩვენც დავზიანდით შარშანდელი ბოიკოტისგან. ჩვენ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ, ამის ახსნა ხელახლა დაგვჭირდა საზოგადოებისთვის. არ ვაპირებთ ამ ხაზიდან გადახვევას, არანაირ კოალიციებზე მსჯელობას არ ვაპირებთ. ყველა რაციონალური ადამიანი ხვდება, რომ მხოლოდ ქუჩა საკმარისი არ არის, რომ შედეგზე გახვიდე. ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადება, რომ ამ პარასკევს დამთავრდება „ქართული ოცნება“ და შეიცვლება, ხალხშიც უკვე ემოცია აღარაა, არანაირი ძალა არ აქვს. ამას სჭირდება, უნდა სისტემური მუშაობა.

ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ არც პოლიტიკური პარტნიორი ვართ დღეს. უნდათ შესულან პარლამენტში, უნდათ - არა, ეს მათი გადასაწყვეტია. ვფიქრობ, აქამდეც შეცდომა იყო ხან ბოიკოტის და ხან არაბოიკოტის პროცესი. თუ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მუშაობას, ეს უნდა იყოს რეალურად გრძელვადიანი და არა ცალი ფეხით შევდივარ, ცალი ფეხით გავდივარ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თემებით ვიმუშაოთ, ვიდრე ავყვეთ ისევ სხვის თემას და საერთოდ დაიკარგოს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი პროფესიონალების პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც სისტემურად უყურებთ ყველა საკითხის გადაწყვეტას და არ ვუყურებთ ზედაპირულად, პურს „პავიდლოს“ წავუსვამთ და ყველა კარგად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.