გივი მიქანაძე: ერთ რეალობას ასახავს გუბაზ სანიკიძის განცხადება - ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილია

გივი მიქანაძე: ერთ რეალობას ასახავს გუბაზ სანიკიძის განცხადება - ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილია

გუბაზ სანიკიძის მხრიდან ნებისმიერი განცხადება არ არის გასაკვირი. ამ ადამიანმა თავისი პოლიტიკური საქმიანობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მოერგოს ნებისმიერ ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოთხოვნილებები და ინტერესები დაიკმაყოფილოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ერთ რეალობას ასახავს გუბაზ სანიკიძის განცხადება, იმას, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილი და დეზორიენტირებულია. ამის განმაპირობებელი არის, რომ თითოეულ ოპოზიციურ მიმართულებას აქვს თავისი, პირადი ინტერესი პროცესებში. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ, ეს მით უმეტეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ვანახეთ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, გუბაზ სანიკიძე და ნიკანორ მელია როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეთერში. ეს იყო საზოგადოების წინაშე პირველი მხილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით იყო განხეთქილება“, განაცხადა გივი მიქანაძემ.

ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციაში ნულების პარადია, ბევრი ოპოზიციონერი ხელისუფლებასთან და მის ნდობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს.