„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი კოვიდზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად ბაკურიანში გაემგზავრა

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი კოვიდზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად ბაკურიანში გაემგზავრა

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ოქროპირიძე ბაკურიანში გაემგზავრა.

ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, დეპუტატი სამთო კურორტზე სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა. ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.

ამ ეტაპზე ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

არაგველი641 ვერაფერი ვერ გავიგე: ქობულეთი - ბაკურიანში გამგზავრება - რიკოთზეა გაჩერებული
3 წლის უკან