ირაკლი ღარიბაშვილი: ერთიანმა გუნდმა დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთიანმა გუნდმა დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო

ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განვლილი ერთი წელი შეაჯამა. მან ასევე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუნდის ერთიანობისთვის გაწეული შრომისთვის შეაქო.

„დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელს გუნდში, უნდა ითქვას. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით, ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო. შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.