ე.წ. ოქროს ბირჟა დაიხურა. მიზეზი იქ მომუშავე ადამიანების დაინფიცირებაა. არსებული ინფორმაციით, გეგმიური, სავალდებულო ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ 50-ზე მეტ თანამშრომელს კოვიდ-ინფექცია აღმოჩნდა.
„ერთი კვირით დავკეტეთ, რადგან ძალიან ბევრი აღმოჩნდა დაავადებული. მეორე წელია, ყოველ ორ კვირაში ერთხელ კეთდება ტესტირება. ჩვენ ვერ გავიგებთ ვის ვისთან ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ვისაც აღმოაჩნდა საკმაოდ ბევრი იყვნენ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა შპს „რინოს“ ხელმძღვანელმა ეთერ ყიფიანმა.