დმიტრო კულება: აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: „უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ

დმიტრო კულება: აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: „უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის აგრესია მაშინ დასრულდება, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის.

ამის შესახებ კულებამ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი გაუგზავნის სიგნალს რუსეთს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის არასოდეს დაგიბრუნდებათ", როგორც ეს მოხდა ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.