BBC: უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი გადადგა

BBC: უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი გადადგა

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, - ამის შესახებ BBC წერს.

კაი-ახიმ შენბახმა პარასკევს, ინდოეთში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მოსაზრება, თითქოს რუსეთს უკრაინაში შეჭრა სურს, სისულელეა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც პუტინს უნდა, არის პატივისცემა. ვიდეო სოციალურ ქსელში მოგვიანებით გავრცელდა და მრავალი გამოხმაურება მოჰყვა.

ამავე ვიდეოში კაი-ახი შენბახი ამბობს, რომ პუტინს სჭირდება, დასავლეთი ისე მოეპყრას, როგორც თანასწორს.

„მარტივია, მას ჰქონდეს ის პატივისცემა, რომელსაც ითხოვს და ასევე, ალბათ, იმსახურებს კიდეც”, - აღნიშნა მან.

შენბახის თქმით, ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, „გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდება“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შენბახის კომენტარებს „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა. მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გერმანიის პოზიციამ პუტინი თავდასხმისკენ წაახალისა.

კაი-ახიმ შენბახის თქმით, მის მიერ თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვების მიზანი „დამატებითი ზიანის თავიდან არიდებაა“.

პარასკევს გამართულ დისკუსიაზე შენბახმა საქართველოც ახსენა და თქვა: „საქართველო ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. შეესაბამება თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“.

trampi ვვააა ....რა სჭირთ ამ სამშობლოს გამყიდველებს?.....არიქა ნატოში გვიღებენო....
კეთილი მიგვიღონ ......................... მაგრამ მერე ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო??---ვის უტოვებთ რუსეეეთს.?/
..ხო ყველამ კარგად იცით, რომ მეორე დღესვე რუსეთი ორივეს ოფიციალურად მიიერთებს??
...ვერააა???...... რატომ ნატოსი შეეშინდებაა?
იმ ნატოსი...... რომელსაც სინამდვილეში ფეხებზე ვკიდივართ და ჩვენ მხოლოდ რუსეთის ტრაკში საჩხიკინოდ ვჭირდებიით??
სინამდვილეში ეგენი აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ორივეს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ ......

,,ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“, - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
მისი თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან მისი ტერიტორიები ანექსირებულია, საქართველო კი აკმაყოფილებს ალიანსში წევრობის მოთხოვნებს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ იქნება.

ეგეც თქვენი შენბახი თუ........ ფოიერბახი
აი ეგ შენბახი ამბობს მაგეებს ....... შენბახი......წამოსცდა არისტოფანს .... წამოსცდა


ესე იგი საქართველოს ტერიტორიული პრობლემები არა ჰქონია, ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო ანექსირებულად არ მიაჩნია ......
ანუ ეგ საქართველოს ტერიტორიები არაა .....ანუ საქრტველოს ტერიტორიული პრობლემები არა აქვსო.....
ეგეც თქვენი ნატო და ტასოც
2 წლის უკან