ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

მისი ცნობით, კომიკოსი სისხლის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და ლას-ვეგასის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ლუი ანდერსონი 1953 წელს სენტ-პოლში დაიბადა. პოპულარობა მას ანიმაციურმა სერიალმა „ცხოვრება ლუისთან ერთად“ მოუტანა.