დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. ასე აფასებს ქართველიშვილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობას.

„ძირითადი ამოცანა - „ოცნებისთვის“ ე.წ. სარეფერენდუმო ნიშნულისთვის არჩევნებზე შედეგის დაწევა - გიორგი გახარიამ ნაწილობრივ შეასრულა და ხმების 10%-მდე „ოცნებას“ წაართვა, მაგრამ ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემმა ეს ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი თავისუფლად გადალახა. ამჟამად პატიმარმა სააკაშვილმა გახარიას მეორე ტიპის დავალების შესრულება დააკისრა, რომელმაც ორიოდე დღის წინ ციხიდან მიმართა საკრებულოების დეპუტატებს“, - აცხადებს ქართველიშვილი.