სამწუხაროა თავად გახარიასთვის, რომ ის „ლელოს“ გზას გაუყვა, რომელიც ამბობდა, რომ ის [„ლელო“]იყო ალტერნატიული ძალა, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა „ნაცების“ ფლანგზე, იგივე გააკეთა გახარიამ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა“.
„გახარია ამბობდა, რომ თითქოს დამამთავრებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოლიტიკოსი გახდა“, - განაცხადა გია აბაშიძე.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებპოლიობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.