ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ესენი არიან - ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე და კახა კუჭავა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ეს რეგლამენტითაა განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, რის შემდეგაც უკვე პლენარული სხდომა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ქადაგშვილმა.

პარლამენტარები ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სესიაზე მიიღებენ.

პარლამენტი საკუთარი სურვილით დატოვა კახა კუჭავამ. ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტა ემუქრება ბადრი ჯაფარიძეს, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.

პარლამენტს გარეთ შეიძლება დარჩნენ ასევე ელენ ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი.