ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოების დონეზე, სადაც საშუალება მიეცათ, კოალიცია ფაქტობრივად გააფორმეს

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოების დონეზე, სადაც საშუალება მიეცათ, კოალიცია ფაქტობრივად გააფორმეს

ეს კოალიცია მათ [„ნაცმოძრაობა“ და „საქართველოსთვის“] საკრებულოების დონეზე, სადაც ამის საშუალება მიეცათ, ფაქტობრივად გააფორმეს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერ კორნელი სალიას არჩევას.

„მოგეხსენებათ, რომ უფრო დიდი ჩანაფიქრი ჰქონდათ მათ, როდესაც გახარიამ თანამდებობა დატოვა და ერთი კვირის თავზე პოლიტიკაში მოსვლა გამოაცხადა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ტური შემდგარიყო დედაქალაქში, სხვა მუნიციპალიტეტებში. აგრეთვე ის ე.წ. 43%-იანი ბარიერის გადალახვა არ მომხდარიყო „ქართული ოცნების მხრიდან. ეს იყო მთავარი ამოცანა მათი, რომ მეორე ტურები და ე.წ. რიგგარეშე არჩევნები რამენაირად მოეტანათ, რაც არ გამოუვიდათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.