თინა ბოკუჩავა:  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს

თინა ბოკუჩავა: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თამარ კორძაიას და ლევან ბეჟაშვილის კიევში ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმეზე უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ემსახურება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც თავისთავად სამარცხვინო ფაქტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის. უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ქალბატონი დენისოვა, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ. ამიტომაც, მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, არამედ სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, რათა მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილსა და უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას შორის უკვე შედგა. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ციხეში სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის“ საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.

 

sapiqrali თინიკო ძვირფასო თუ უკრაინის მოქალაქეა თქვენი ბელადი, ვერ დაეტია თავის ქვეყანაში? ან რატომ არ გვანებებს თავს?
3 წლის უკან