ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მიუხედავად მცდელობებისა, რომ დაიმალოს მათი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა, რეალურად ადგილი აქვს გარკვეულ კოსნოლიდაციას მათ შორის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებპოლიობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.