,,ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია სრულ ალიანში არიან ბევრი დაკვირვება არ სჭირდება: ჩხოროწყუს მერე, უკვე მეორე კოალიცია გაფორმდა, ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.’’ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის ალიანსის შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მათი მჭიდრო თანამშრომლობა სახეზეა.
,,ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია სრულ ალიანში არიან ბევრი დაკვირვება არ სჭირდება: ჩხოროწყუს მერე, უკვე მეორე კოალიცია გაფორმდა, ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ახლა, რაც არ უნდა უარყონ ერთობლივი და მჭიდრო თანამშრომლობა, ფაქტებს ვერ გაექცევიან, ისე ცოტა უხერხულია არა?! თან ერთად არიან თან ვითომ „უტყდებათ“ და უარყოფენ, ერთმხრივ გასაგებია, გახარია ნაციონალებს დამთავრებითა და დასრულებით ემუქრებოდა, ნაცები კი გახარიას „თვალთხარიას ეძახდნენ“, დღეს კი „საღვთო“ მიზნებისათვის“ ერთიანდებიან, რეალურად კი სწორედ ასე ხდება პოლიტიკოსების ნამდვილი სახეების გამოჩენა.’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.