წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების" წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა.