ალექსანდრე გოგინავას განმარტება: შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეში ისევ დაინფიცირდეთ?

ალექსანდრე გოგინავას განმარტება: შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეში ისევ დაინფიცირდეთ?

სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი - ალექსანდრე გოგინავა

„სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი", - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას" გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში რეინფიცირების ყველაზე მოკლე დროდ 1 თვე, თვე-ნახევარია დაფიქსირებული.

უკეთ იცავს „ომიკრონისგან" - ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება, რომელი პირბადე გვიცავს დაინფიცირებისგან

„სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი. თუმცა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც დაინფიცირდა იყო 1 თვე ან თვე-ნახევარი. თუ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსის რომელიმე შტამი და ვაქცინირებულია, ასეთი ადამიანების რეინფიცირების რისკი დაბალია. ვაქცინაცია 100%-ით არ გვიცავს, მაგრამ გვიცავს, როგორც რეინფექციისგან, ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობისგანაც", - განაცხადა გოგინავამ.