ყოფილი პრეზიდენტი [პეტრო პოროშენკო] ჩავიდა კიევში, არ გადაუკვეთავს ტრაილერით საზღვარი და არ დაურღვევია საზღვარი, მეორე არის პრეზიდენტი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც ამბობს, რომ ძალიანაც კარგი და სწორი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა ისე, როგორც გადმოკვეთა - არაჟნის ჭიქით ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მე ანალიტიკოსი არ ვარ. პოლიტიკოსის განცხადება და პარლამენტის წევრის განცხადება შეიძლება მიღებული იყოს გარკვეულწილად შეფასებად პოლიტიკური სიტუაციის, რომელიც უკრაინაში სუფევს. ჩვენ რასაც ვუყურებთ, რა პარალელიც შეიძლება გავავლოთ, ეს არის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩავიდა კიევში, არ გადაუკვეთავს ტრაილერით საზღვარი და არ დაურღვევია საზღვარი, არის პასუხისგებაში მიცემული და იგი ჩვენებებს აძლევს სასამართლოს. მეორე არის პრეზიდენტი, რომელიც ჩვენებებს არ აძლევს სასამართლოში და ამბობს, რომ ძალიანაც კარგი და სწორი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა ისე, როგორც გადმოკვეთა - არაჟნის ჭიქით ხელში. ესაა განსხვავება, პარალელი. სხვა პარალელები შეიძლება უფრო სიღრმისეულადაც გაანალიზდეს, მაგრამ ეს არ ეხება მართლმსაჯულების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და უკრაინაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამშობლოში 17 იანვარს დაბრუნდა.