დღეს ნათლისღებაა

დღეს ნათლისღებაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ღე­სას­წა­ულსთან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.