სოზარ სუბარი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო

სოზარ სუბარი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო

ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ის ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო. ახლა როცა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც ისინი სამი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურ დევნაზე დაიწყონ ლაპარაკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებს, რომელიც მათ საქმეს უკავშირდება. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის პარტია ერთგვარი პოლიტიკური თავშესაფარია.

„სასამართლომ „ლელოს“ ლიდერები ცნო დამნაშავედ იმ დანაშაულში, რაც შეიძლება ყველაზე მძიმე დანაშაული იყოს ბანკირებისთვის, რომლებიც არიან თაღლითობაში ბრალდებულები, დამტკიცებულია რომ ისინი არიან თაღლითები. მათ მოჰპარეს თავიანთ მეანაბრეებს ფული, მიითვისეს 17 მილიონი თაღლითური გზით და რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს 17 მილიონი მათ თურმე არ იცოდნენ ვინ გაიტანა, უბრალოდ შეუძლებელია 17 მილიონი ბანკმა, ნებისმიერმა ბანკმა ვიღაცას მისცეს ყოველგვარი გარანტიების გარეშე და შემდეგ ისე ჩამოწეროს, რომ ამაზე არც კი დაფიქრდნენ ექვემდებარება თუ არა ჩამოწერას ეს ფული.
სხვათა შორის ეს ადამიანები, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მათ კი შეიძლება გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი, ოღონდ ეს არ არის ფულის გათეთრება. ანუ, ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ის ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო. ახლა როცა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც ისინი სამი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურ დევნაზე დაიწყონ ლაპარაკი. ცხადია, რომ მათ პარტიის შექმნა და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს მაშინ, როდესაც ეს საქმე წამოიწია და შესაბამისად, მათი მცდელობაა, რომ პოლიტიკური პარტიის თავშესაფრის ქვეშ თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის.

მეორე: საკითხს მუდმივად სვამდნენ ასე: რატომ დაიწყო ახლა, და არა უფრო ადრე. ამაზეც იურისტებმა გასცეს ძალიან მკაფიო პასუხი, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის მმართველი იყო, მანამდე ეს ფაქტი ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგან ამაზე ინფორმაცია იყო დაფარული. როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიცვალა, მაშინ გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და მაშინ დაიწყო ბუნებრივია გამოძიება“, - განაცხადა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.