კარლ ჰარცელი:  ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს.

„როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი და ის, რასაც ჩვენ სხვა პარტნიორებთან, აშშ-სთან, ნატო-სთან და ეუთო-სთან, ერთად ვიცავთ“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის გზას აირჩევს, ევროკავშირი მკაცრს ფასს დაუწესებს.

„იმედი გვაქვს, არსებული დაძაბული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდება. მაგრამ, მსურს ევროკავშირის მხრიდან განვაცხადო, რომ ასევე მზად ვართ, მკაცრი ფასი დავაწესოთ, იმ შემთხვევაში თუ იქნება სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობები“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.