ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ნიკა გვარამიას განმარტებით, დაზარალებულად ცნობა დაცვის მხარეს საშუალებას მისცემს სრული წვდომა ჰქონდეს იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს.

დღესვე ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა.

„ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია - აცხადებს გვარამია.