ვინც მიიჩნევს, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ნებსით თუ უნებლიეთ, ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომლმაც აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.
მისი თქმით, ნონა მამულაშვილი ამ განცხადებით ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას.
„მანამ სანამ ქალბატონი ნონა თვლის, რომ თუ მთლიანად ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი არ არის მიხეილ სააკაშვილი, ასეთი შეფასებები უნდა გააკეთოს და თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ის ნებსით თუ უნებლიეთ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ზიანს აყენებს ქვეყანას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„ნაცმოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.