ზურაბ ქადაგიძე: პოროშენკო წარსდგა სასამართლოზე, მზად არის მიიღოს ნებისმიერი ვერდიქტი, სააკაშვილი არ აღიარებს სასამართლოს და ალბათ მალე ლტოლვილობასაც მოითხოვს

ზურაბ ქადაგიძე: პოროშენკო წარსდგა სასამართლოზე, მზად არის მიიღოს ნებისმიერი ვერდიქტი, სააკაშვილი არ აღიარებს სასამართლოს და ალბათ მალე ლტოლვილობასაც მოითხოვს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს სამშობლოში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსი შედარებას აკეთებს პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა პოროშენკო ღირსეულად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე ელოდება ვერდიქტს, სააკაშვილი არ აღიარებს ქართულ სასამართლოს და შეურაცხყოფას აყენებს კონსტიტუციას.

“სააკაშვილი vs პოროშენკო...
პოროშენკო:
•თვითმფრინავით დაბრუნდა...
•წარსდგა სასამართლოზე...
•პატივს სცემს კონსტიტუციას...
•მზად არის მიიღოს ნებისმიერი ვერდიქტი...
სააკაშვილი:
•მაწვნის ტრაილერით შემოიპარა...
•დაარღვია კანონი და შეურაცხყოფს კონსტიტუციას...
•არ აღიარებს სასამართლოს...
•იქცა მათხოვრად მოშიმშილის,წამებულის,დევნილის,უპოვარის სტატუსის ძიებაში  და ალბათ მალე ლტოლვილობასაც მოითხოვს...
P.S.
ყველამ ყველაფერში,როგორ უნდა გაჯობოს შე საწყალო?!” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.