ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხოდ, შიშის, დაშინებისა და შევიწროების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მკვლელობისთვის საქართველოში ჩამოსული პირები ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააპარა, ელჩმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ბატონმა გვარამიამ ამ საკითხზე ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურთან და იმედი მაქვს, რომ სერიოზულად მიიღებენ.
ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხოდ, შიშის, დაშინებისა და შევიწროების გარეშე. ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ჟურნალისტები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში და იმედი მაქვს საქართველოში მათი უფლებები დაცული იქნება", - აღნიშნა ელჩმა.