ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარდა.
მისი თქმით, ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას და ვინც ომიკრონის შესახებაც ფიქრობს, რომ მსუბუქი ფორმაა და შესაბამისად არ ღირს ნერვიულობა.
„მწვავე რესპირატორული სინდრომის Coronavirus-2 (SARS-CoV-2) ინფექციის გადარჩენილებს ხშირად აღენიშნებათ ხანგრძლივი ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ყურადღების, კონცენტრაციის, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის და მეხსიერების დაქვეითება.
ეს ხანგრძლივი COVID-ის კოგნიტიური სინდრომი იმეორებს ბევრ მახასიათებელს ,რომელიც კიბოს თერაპიასთან დაკავშირებული კოგნიტიური გაუფასურების სინდრომის (CRCI) ნიშნებიც არის.
ნეიროანთება, განსაკუთრებით მიკროგლიური რეაქტიულობა და, შესაბამისად, ჰიპოკამპის ნეიროგენეზისა და ოლიგოდენდროციტების უჯრედების დისრეგულაცია, ცენტრალურია CRCI-სთვის. მკვლევარებმა ივარაუდეს რომ შესაძლებელია მსგავსი მექანიზმები მუშაობს ნევროლოგიურ სიმპტომების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც მსუბუქ SARS-CoV-2 რესპირატორულ ინფექციასთან“, - წერს წერეთელი.