გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობაზე“: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია იყო და პარლამენტში დაუსრულებლად შედიოდე და გამოდიოდე

გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობაზე“: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია იყო და პარლამენტში დაუსრულებლად შედიოდე და გამოდიოდე

არ შეიძლება პოლიტიკური პარტია იყო და პარლამენტში დაუსრულებლად შედიოდე და გამოდიოდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულები უკვე კომიკური ხდება. მერამდენედ აპირებენ მე-10 მოწვევის პარლამენტში შემოსვლას თვლა აერიათ.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობის განახლებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე გეგმავს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დარღვეული უფლებების უნდა შეისწავლოს.