,, სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.
მისი ვარაუდით, ამ კამპანიის უკან კონკრეტული ოპოზიციური პარტია დგას.
,,თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია.
სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა.
როგორ ფიქრობთ, ამ ე.წ. "პეტიციის" უკან რომელი პარტიის ყურები ჩანს? “ - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.