„ჩემი მხედრული სალამი გენერალო!“

„ჩემი მხედრული სალამი გენერალო!“

პოლიციის გენერალ-მაიორი, ილია წულუკიძე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გართულებული მდგომარეობით მოთავსებული იყო ბათუმში, კლინიკა „ბაუს“ რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით გარდაიცვალა. როგორც გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, გენერალი წულუკიძე იყო გამორჩეული პროფესიონალი.

„ხვალ, მიწას მიაბარებენ გენერალ ილია წულუკიძეს. ილია ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო და ამასთან, წლების მეგობრობა მაკავშირებს. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, კარგი ადამიანი და უღალატო მეგობარი. მიუხედავად მცირე უთანხმოებებისა, ყოველთვის მეგობრებად ვრჩებოდით. ჩემი მხედრული სალამი გენერალო!“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გიორგი გამსახურდია.