იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან იცვლება

იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან იცვლება

დღეიდან საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება აცრილი, აუცრელი და კოვიდგადატანილი პირებისთვის. ვადები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ვადა იქნება 8 დღე;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - მინიმუმ 10 დღე.

წესების ცვლილება ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებსაც შეეხება:

თუ კონტაქტის მქონე აცრილია - როგორც ორჯერადად, ასევე ბუსტერ დოზით, დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნება. ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ, შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.