პეტრო პოროშენკო: დამაკავებენ თუ არა? ვაცხადებ, რომ არა

პეტრო პოროშენკო: დამაკავებენ თუ არა? ვაცხადებ, რომ არა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დაბრუნებისას მას არ დააკავებენ.

„დამაკავებენ თუ არა? ვაცხადებ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების საფუძველს არ ვხედავ. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ავნებს, თუ არსებულ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: უკრაინაში ვბრუნდები, რათა უკრაინისთვის ვიბრძოლო და არა ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკო ქვეყანაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.