სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს

სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს

ის, რაც სააკაშვილმა სულხან მოლაშვილს გაუკეთა, იყო შურისძიება იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სიმართლე გამოაქვეყნა. ამის გამო იყო არა მხოლოდ დაჭერა, არამედ მისი წამება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, წამება სააკაშვილის ხელწერაა.

„მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ ეგუება, ვერ ხვდება და ვერ იაზრებს, რომ ის ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.