ვიქტორ დოლიძე: საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და ეს მხოლოდ საქართველოს, უკრაინისა და ნატოს გადასაწყვეტია, ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

ვიქტორ დოლიძე: საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და ეს მხოლოდ საქართველოს, უკრაინისა და ნატოს გადასაწყვეტია, ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

არავინ აპირებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის დახურვას და ამაზე მსჯელობის შეწყვეტას და ამავე დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების უკან წაღებას. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს არის საქართველოს, უკრაინის და ნატოს გადასაწყვეტი. ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ჩამოსვლა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრა გაიმართება ნატოს ელჩებთანაც. პოლონეთის მისიაში გაიმართება შეხვედრა პოლონელების შემოთავაზებით. მე მათ ამისათვის მადლობას მინდა გადავუხადო. ამ შეხვედრაზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩვენი მოკავშირე ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური, აღმოსავლეთი თუ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო კონსულტაციები გაიმართება მომავალი ნაბიჯების განსახილველად“, - აღნიშნა დოლიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.