მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე: ველი, რომ კვლავ იქნება მცდელობა, სასამართლო და ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად და პოლიტიკური დადგმებისთვის გამოიყენოს

მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე: ველი, რომ კვლავ იქნება მცდელობა, სასამართლო და ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად და პოლიტიკური დადგმებისთვის გამოიყენოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესსაც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენებს, რადგან მას არ სურს იმ საკითხზე საუბარი, რის გამოც დღევანდელი სხდომა იმართება.

„პირადად მე, მოლოდინი მაქვს, რომ კვლავ იქნება მცდელობა, სასამართლო და ეს სამართლებრივი საკითხი რაღაც პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად და პოლიტიკური დადგმებისთვის გამოიყენოს და არა - საკითხზე მსჯელობისთვის. არ მგონია, რომ საკითხზე მსჯელობა განსასჯელის ინტერესებში მაინცდამაინც შედიოდეს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავს. პროცესს ბრალდებულიც დაესწრება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.