ექიმები მოქალაქეებს კოვიდვაქცინების ე. წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პანდემიური კოლაფსის თავიდან აცილების ერთადერთი გზა, ვაქცინაციაა. ქვეყანაში პანდემიის მეექვსე ტალღაა. სპეციალისტები, იანვრის ბოლოს, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ რეგულაციების უგულებელყოფას კლინიკებში თავისუფალი საწოლების გადატვირთვა მოჰყვება.
„ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ეს ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს. ბოლო დღეებში, მოიმატა აცრების რაოდენობამ, უკვე გადაცდა 10 000-ს მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტარდება“, - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.
რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს წაიკითხეთ ამ ბმულზე.