შალვა პაპუაშვილი: საქართველოს სურს და ნატოს წევრების ნებაც მყარია, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს სურს და ნატოს წევრების ნებაც მყარია, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს

საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი. ასევე მყარია ნატოს წევრი ორგანიზაციების ნება, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოსაქართველოს ურთიერთობაზე, პერსპექტივებსა და ამ პერსპექტივებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით ამერიკის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა.

„მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო აშშ ელჩსაც, რომელმაც საკუთარი გამოსვლაც კი მიუძღვნა ამ საკითხს, რათა ხაზი გაესვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება. ეს საკითხი ეხება ნატოს, როგორც ორგანიზაციას და საქართველოს, როგორც ქვეყანას. ცნობილია ქართველი ერის ურყევი ნება, რომელიც კონსტიტუციითაც არის გამყარებული. საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი. ასევე, მყარია ნატოს წევრი ორგანიზაციების ნება, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.