გივი მიქანაძე: ის გადაწყვეტილება და ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია

გივი მიქანაძე: ის გადაწყვეტილება და ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ გადაინაწილეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ორი პარტიის სრულ კოალიციაში ყოფნას.

„ის გადაწყვეტილება და ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს და ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია. შესაბამისად, სწორედ მათი ერთობლივი მოქმედებებით მიიღება ის გადაწყვეტილებები, რომლებითაც, რამდენიმე ადამიანს შეეძლო, რომ საკრებულოში, კონკრეტულ თანამდებობებზე, კონკრეტული პირების არჩევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდათ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

ჩხოროწყუში, საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, მოადგილეებად ოპოზიციის წარმომადგენლები აირჩიეს. პოსტები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ გადაინაწილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.