მიხეილ სარჯველაძე: რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი

მიხეილ სარჯველაძე: რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი

რუსეთის გააქტიურება გამოწვეულია იმით, რომ საქართველო გაცილებით ახლოა მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან, ვიდრე ეს იყო მაგალითად წინა წლებში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

„ეს პროგრესი სახეზეა და რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის საიმისოდ, რომ გახდეს ნატოს წევრი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამის კვალდაკვალ ეს იწვევს რუსეთის გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ აქვს, რომ გამოხატოს თუნდაც ის პოზიციები, რომლებსაც გამოხატავს. შესაბამისად, ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის წინ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, ამერიკელი სენატორები ამერიკის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა, რაც მიუთითებს, რომ პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.